თვითმფრინავს, რომელიც რეისს მიუნხენიდან მოსკოვის მიმართულებით ასრულებდა მეხი დაეცა.
სტიქიურმა მოვლენამ თვითმფრინავის კორპუსი დააზიანა ეკიპაჟმა შერემეტევოს აეროპორტში მშვიდობით დაშვება შეძლო. არსებული ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან.
დაზიანების დათვალიერების შემდეგ ექსპერტებმა განაცხადეს, რომ თვითმფრინავს გამჭოლი დაზიანება აქვს.
გარდა ამისა, თვითმფრინავის ილუმინატორზე გაჩენილი ბზარის გამო, თვითმფრინავი ავარიულად უნგრეთშიც დასვეს.
უცხოური პრესის ინფორმაციით, აღნიშნული რეისით კლუბ “ფენერბახჩეს“ ფერხბურთელები მგზავრობდნენ.
ინციდენტის გამო სპორტსმენებს პრობლემები არ შექმნიათ ისინი სამშობლოში სხვა თვითმფრინავით დაბრუნდნენ.