ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

რა მოტივი დაასახელა მოსამართლემ: ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტრანსგენდერი ქალის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის წინასწარ პატიმრობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

მოსამართლემ აღნიშნა, რომ “ბრალდებულის ქცევა საზოგადობისთვის მომატებულ საფრთხეს წარმოადგენს და საჭიროა მისი იზოლირება”.

გადაწყვეტილებამდე საქალაქო სასამართლოს ეზოში ტრანსგენდერი ქალის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.

უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები ამ მიმართულებით სახელმწიფოსგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას და მუხლის გადაკვალიფიცირებას მოითხოვენ.

შეგახსენებთ, 14 ოქტომბერს, ორთაჭალის ტერიტორიაზე ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ. მსხვერპლს მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული თავისა და ყელის არეში. მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

იტვირთბა....