ჯიქიას ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა, რის შედეგადაც თავის არეში მრავლობითი დაზიანებები მიიღო.
ახალგაზრდა მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
„პაციენტი კლინიკაში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ არის შემოყვანილი. ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მას ქალა-ტვინის მრავლობითი ტრავმები აღენიშნება, იგი კომატოზურ მდგომარეობაშია და ხელოვნური მართვის სუნთქვის აპარატზე იმყოფება“. – განუცხადეს “კვირას” საავადმყოფოში.
“მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სსკ-ის 240 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.