“არჩევნები დამთავრდა “სამოქალაქო სექტორის (პრადვინუტების)” გეშინოდეთ!”, – ასეთი კომენტარი გააკეთა “ქართული ოცნების” საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ზურაბ ქადაგიძემ:
“მარგინალური ადამიანის დამახასიათებელი ნიშნებია შფოთვის მაღალი დონე (ე.ი. „მოუსვენრობის“ გრძნობა მუდმივად მოქმედი სტრესული ფაქტორების გამო, აგრესიულობა, ავადმყოფური პატივმოყვარეობა, ეგოცენტრიზმი, მაღალი პოტენციური აქტივობა, მიუსაფრობის განცდა. ყოველივე ეს ადვილად კრავს მარგინალური ადამიანების ჯგუფს ბრბოდ, ანუ ისეთ ერთობად, რომელშიც პირონება სრულიად ითქვიფება, ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გრძნობას (ანუ ის, რაც ადამიანს პიროვნებად აქცევს) კარგავს და ადვლად იქცევა მანიპულაციის საგნად.” არჩევნები დამთავრდა “სამოქალაქო სექტორის (პრადვინუტების)” გეშინოდეთ!!!”, – ნათქვამია ზურაბ ქადაგიძის განცხადებაში.

