ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრემიერი კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„რაც შეეხება კონსტიტუციას, ჩვენ მემკვიდრეობად მივიღეთ ძალიან დაუბალანსებელი კონსტიტუცია და აუცილებლად შესაქმნელია ჯგუფი, რომელიც საზოგადოების თითოეული წევრის ფართო ჩართულობით, მოახდენს ისეთ ცვლილებებს, რომ მომავალში ვერავინ ვერასოდეს ვეღარ მოახდინოს ხელისუფლების კონცენტრირება, უზურპირება და ეს იყოს ერთხელ და სამუდამოდ ნამდვილად ევროპული დემოკრატიული საქართველოს კონსტიტუცია. მაგრამ ეს არ იქნება ის, რომ ჩვენ ახლა პარლამენტში, პირველ რიგში დავეტაკებით და ამ საკითხით ვიქნებით დაკავებულნი ყველანი. აქ სიჩქარე არ ივარგებს”. – განაცხადა პრემიერმა.

იტვირთბა....