ახალი ამბები ბიზნესი მთავარი საზოგადოება

„ჩვენი საერთო გვარი უბრალოდ დამთხვევაა“: კომპანია “აიტექნიკი” „Iphone+“-ის ბრალდებებს პასუხობს

 

კომპანია “აიტექნიკი” Iphone+ -ის ბრალდებებს პასუხობს. კომპანიის იურისტის გიორგი ცერცვაძის თქმით, “iPhone +” დამფუძნებელის მამუკა მარღიშვილის ბრალდებები უსაფუძვლოა.

„მე ცოტა ხნის წინ გავეცანი აიფონ პლუსის განცხადებას, მიმაჩნია რომ გამოთქმული ბრალდებები არის სრული აბსურდი და მას არანაირი კავშირი არ აქვს რეალობასთან. ეს არის შემთხვევითი ფაქტების ნაკრები. სინამდვილეში მიმდინარეობას შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები, რომელიც დაიწყო კომპანია “აიტექნიკმა” კონკურენციის სააგენტოში. კერძოდ, კონკურენციის სააგენტოში წარვადგინეთ საჩივარი, ხოლო სასამართლოში სარჩელი. საჩივარი, რომელიც არის კონკურენციის სააგენტოში წარდგენილი ითვალისწინებს იმას, რომ ეს სამი კომპანია არიან კარტელურ გარიგებაში ერთმანეთთან და ამით აზარალებენ, როგორც მომხარებელს, ასევე ბაზრის სხვა მონაწილეებს. ხოლო სასამართლოში “აიტექნიკი” ითხოვს “აიპლუსის” მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურებას. “აიპლუსს” არ აქვს სამართლებრივი არგუმენტები, იმ მტკიცებულებებისა და არგუმენტების გასაბათილებლად, რომელიც ჩვენ წარვუდგინეთ როგორც სასამართლოს, ასევე კონკურენციის სააგენტოს. ამიტომ მათ გადაწყვიტეს კამერებით დაიცვან თავი და არა იმ სამართლებრივი პროცედურებით, რომელიც არის ზოგადად გათვალისწინებული.

“აიპლუსმა” უნდა გაითვალისწინოს ის, რომ იმ მეთოდებით რითაც ის ოპერირებდა ბაზარზე, უკვე ოპერირებას ვეღარ გააგრძელებს. არსებობს კანონი და არსებობს სასამართლო.

რაც შეეხება ბრალდებას ცერცვაძესთან დაკავშირებით არის სრული აბსურდი, რადგან მე არ ვარ ვალერი ცერცვაძის ბიძაშვილი და არანაირი კავშირი არ მაქვს მასთან. ჩვენი საერთო გვარი უბრალოდ დამთხვევაა და ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ ნათესაობა გვაკავშირებს. ამ ადამიანთან არანაირი შეხება არ მქონია არასდროს. ჩემთვის რამდენადაც არის ცნობილი კომპანიის დამფუძნებელი არის ბექა მიქუჭაძე, რომელიც არის „აიტექნიკის“ გენერალური მენეჯერი და ის ეხმარება თავის ძმას ბიზნესის ოპერირებაში. მე 2016 წლის მარტიდან მაქვს აიტექნიკთან ურთიერთობა და არასდროს ჩემთვის არ გამხდარა ცნობილი ,რომ ვალერი ცერცვაძე იღებდეს მონაწილეობას რაიმე ტიპის გადაწყვეტილების მიღებაში”. – განუცხადა ცერცვაძემ “მეტრონომს”.

შეგახსენებთ, “iPhone +” დამფუძნებელის მამუკა მარღიშვილის განცხადებით, კომპანია სავარაუდოდ, 1 კვირაში თავს გაკოტრებულად გამოაცხადებს. ტექნიკის კომპანიის მიზანმიმართულ გაკოტრებაში მარღიშვილი ბრალს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძესა და მისი ოჯახის წევრებს სდებს. მარღიშვილის თქმით, “აიტექნიკის” მფლობელი ველერიან ცერცვაძე და მისი ოჯახის წევრები არიან.

აღსანიშნავია, რომ ფინანსურმა პოლიციამ Iphone + ის შემოწმება ივნისში დაიწყო და მაღაზიიდან ექსპერტიზისათვის 222 მობილური წაიღო, რომელიც ამ დრომდე კომპანიას არ დაბრუნებია

 

 

იტვირთბა....