მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

რას პროგნოზირებს მიხეილ ცაგარელი სააკაშვილზე და ივანიშვილზე

„ქართული ოცნების“ ოპონენტები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობით პარლამენტში არ უნდა შევიდეს, რადგან ეს ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს. აღნიშნულ საკითხს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი „მარშალპრესის“ პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აფასებს:

„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობით შევა პარლამენტში, ამას წყალი არ გაუვა. თუმცა, ლიდერზეა ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული. მიხეილ სააკაშვილს ამ ეტაპზე ძალიან მძიმე პოზიცია აქვს. იგი კოსმიურად მშვილდოსანია და მშვილდოსანს ძალიან უჭირს ამ პერიოდში, რაც აისახება მის პარტიაზეც. ბიძინა ივანიშვილი პირიქით, მაიმუნის წელიწადშია დაბადებული და ახლა სწორედ მაიმუნის წელიწადია – მისთვის ძალიან ეფექტური დროა. რასაკვირველია, პირველ ადგილზე “ქართული ოცნება” უყოყმანოდ გავა. ახალი მოწვევის პარლამენტი ძირითადად ერთპარტიულ სისტემად ჩამოყალიბდება, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე ამ ქვეყნისთვის ეს ძალიან კარგია. რატომ? – მოდით, მაგალითად მოვიყვანოთ დიქტატორი ფრანკო – არ აყვავდა ესპანეთი ფრანკოს დროს? ან დავით აღმაშენებელი ვინ იყო? მან ააყვავა ქვეყანა. მთავარია, თვითონ ის ადამიანი და ჯგუფი მმართველებისა რამდენად მზად არიან რომ ქვეყანა ააყვავონ. ჩვენ რომ გვყავდა 40 პარტია პარლამენტში, კარგი იყო ყველა თავისას რომ ამბობდა და თავის ინტერესებს იცავდა? ან ახლა რაც ხდებოდა… კანონის მიღება დიდი პრობლემა გახდა ქვეყანაში. ჩვენ ვამბობთ, რომ ქვეყანაში დემოკრატიაა, თუმცა ჯერ ამისგან შორს ვართ. ამიტომ დემოკრატიამდე საჭიროა ოდნავ შედარებით დემოკრატიული პრინციპის დიქტატურა, რომელიც უფრო ადვილად გადაწყვეტს საკითხებს, მიიღებს იმ კანონებს, რომელიც აუცილებელია ქვეყნისთვის, რადგან ჩვენ წინ 2021 წელი გვაქვს. ეს არის წელიწადი, როდესაც საქართველოს 12 წლიანი სერიოზული აღმავლობის პერიოდი იწყება. ანუ ასეთი შანსი, მერე დიდხანს არ გვექნება, ამის შანს კოსმოსი გვაძლევს, იქამდე მზად უნდა ვიყოთ ამისთვის. მე მივესალმები ამ ტიპის სისტემას, რომელიც ამის საშუალებას მოგვცემს უახლოეს ოთხ წელიწადში. ცოტა ხანში შეიცვლება პრეზიდენტიც და იქ აღარ იქნება უკვე ჭიდაობა და იქნება სრული ერთიანობა, რაც ხელს შეუწყობს ნიადაგის მომზადებას 2021 წლისთვის, რომ ქვეყანამ დაიწყოს უკვე კონკრეტული რეალიზაცია იდეებისა და ქვეყნის წინსვლისთვის. ამიტომ მიმაჩნია, ამ ეტაპზე ეს ელემენტი ქვეყნისთვის აუცილებელია. კიდევ ვიმეორებ, თუ იქნება ზომიერი, დემოკრატიული ტიპის დიქტატურა, ამ ეტაპზე საქართველოს ძალიან წაადგება“, – აცხადებს მიხეილ ცაგარელი.

marshalpress.ge

 

იტვირთბა....