ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ყურადღებით წაიკითხეთ, გთხოვთ: ცოტნე გამსახურდია მიმართვას ავრცელებს

ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ყურადღებით წაიკითხეთ, გთხოვთ.
დღეს “ქართულ ოცნებას” აქვს 67 მანდატი პროპორციული და მაჟორიტარული სიით, ხოლო ნაცმოძრაობას – სულ 27.
მეორე ტური დანიშნულია 50 ოლქში. ეს ტურები ოთხიოდეს გამოკლებით ნაცმოძისა და ოცნების კანდიდატებს შორის ტარდება. თუ ქართული ოცნება მოიგებს მეორე ტურის არჩევნებს კიდევ 46 ოლქში, იგი იღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას.

თუ ნაცმოძრაობა მოიგებს არჩევნებს კიდევ 5 ოლქში მაინც, ოცნება ვეღარ მიიღებს სასურველ 46 მანდატს.

თქვენი აზრით, რა ჯობს ქვეყნისთვის: მივიღოთ ნაცმოძრაობა – 2, რომელიც ჩამოაყალიბებს საკონსტიტუციო უმრავლესობას და შემდეგი 4 წლის მანძილზე მივიღებთ თავგასულ, მიუწვდომელ, გაზულუქებულ მინისტრებს, რომლებიც დიდი ალბათობით ნებსით და დემოკრატიულად არ დათმობენ ძალაუფლებას, თუ ცოცხალ-მკვდარმა ნაცმოძრაობამ მიიღოს კიდევ 5 მანდატი, რომელიც მას არავითარი კარდინალური ცვლილების განხორციელების საშუალებას არ მისცემს?
რა ჯობს? მგონი, პასუხი ნათელია: ხსენებული ხუთი, არაფრისმთქმელი მანდატი!

ამას ვწერ კაცი, ვინც კარგად იცის ერთპიროვნული მმართველობის შედეგების შესახებ და ვინც ნაცმოძრაობის დიქტატურასთან ბრძოლას შეალია წლები, ჯანმრთელობა, ფინანსები. ფრთხილად იყავით შეფასებებში, თუ გიყვართ დედა, ოჯახი, ცოლი, შვილი, გამზრდელი.

ეს ნაცმოძრაობის მხარდამჭერი კიარა, ერთმმართველობის წინააღმდეგ მიმართული განცხადებაა! ვისაც ყურნი აქვს, ისმინოს!

იტვირთბა....