ახალი ამბები ვიდეო მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

რატომ მოუხსნეს ავტობუსი სკოლის მოსწავლეებს არჩევნების შემდეგ

ახალციხეში, სოფელ ყულალისში მცხოვრებ მოსწავლეებს სასკოლო ავტობუსის მომსახურება მოუხსნეს. მოსწავლეებს რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, სოფელ პამაჯის სკოლაში ფეხით სიარული უწევთ. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ისინი წაგებული არჩევნების გამო დაისაჯნენ.

სკოლის დირექტორი აცხადებს, რომ მოსწავლეები ყულალისიდან პამაჯში მისი კეთილი ნების გამო დადიოდნენ ავტობუსით, ახლა კი ბავშვების რაოდენობა გაიზარდა და ავტობუსი ორჯერ ვერ მივა. გარდა ამისა, ყულალისი პამაჯიდან 2 კილომეტრშია და ამ გზის გავლა მოსწავლეებს ფეხითაც შეუძლიათ.

ახალციხის სოფლები: ყულალისი, დიდი და პატარა პამაჯი, ორალი და ყულალისი, ახალციხის მე-18 საარჩევნო უბანი იყო. პარლამენტის არჩევნების პირველ ტურში, ამ უბანზე “ქართულმა ოცნებამ” 268, “ნაციონალურმა მოძრაობამ” კი 230 ხმა მიიღო. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი “ენმ”-დან ვაჟა ჩიტაშვილი სკოლის მოსწავლეებისთვის ავტობუსის მომსახურების მოხსნას, პოლიტიკას უკავშირებს და ამბობს, რომ ყულალისიდან ხმების უმეტესობა მას ერგო და ხალხი მხარდაჭერას ღიად უდასტურებს.

იტვირთბა....