დღეს, პრაღაში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლი ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორი კარასინს შეხვდება.
როგორც ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, შეხვედრისას საუბარი სავაჭრო- ეკონომიკურ ურთიერთობებს, სატრანსპორტო, ჰუმანიტარულ საკითხებსა და ტურიზმს შეეხება.
მისი თქმით, სხვა საკითხების განხილვა არ იგეგმება.