სტრასბურგის სასამართლომ კი არ დააკმაყოფილა, არამედ განსახილველად მიიღო მთავრობის საჩივარი, – ამის შესახებ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ადვოკატი ოთარ კახიძე ”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს.
“საჩივარი კი არ დააკმაყოფილა, არამედ განსახილველად მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის ხელისუფლებას ჩვენ მოვუგეთ ექსტრადირების ყველა პროცესი, ინტერპოლის ყველა დავა და ვანო მერაბიშვილის საქმე სტრასბურგის სასამართლოში. ანალოგიურად დავამარცხებთ დიდ პალატაშიც, რომლის გადაწყვეტილებასაც კიდევ უფრო მაღალი ლეგიტიმაცია ექნება.
სტრასბურგის სასამართლო აგრეთვე განიხილავს ჩემ აპლიკაციას გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით, სადაც ასევე დავამარცხებთ ხელისუფლებას. ჩვენი ბრძოლა არის მართალი და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!”, – წერს ოთარ კახიძე.
შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტრასბურგის სასამართლომ მერაბიშვილის საქმეზე საქართველოს მთავრობის საჩივარი დააკმაყოფილა.