ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ყალბი დოლარები საქართველოში

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა.

გამოძიების მიხედვით, ეჭვმიტანილებმა წინასწარი შეთანხმებით, საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის რესპუბლიკიდან შემოიტანეს დიდი ოდენობით ყალბი ამერიკული დოლარის კუპიურები. სისხლის სამართლის საქმეზე დაგეგმილი ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულთა დაკავება უშუალოდ ყალბი კუპიურების გასაღების დროს მოხდა.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

იტვირთბა....