საქართველოში რუსული ავიაკომპანია Pobeda შემოდის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების მმართველი კომპანია Tav Georgia ავრცელებს. მათი განცხადებით, რუსული ავიაკომპანია ფრენებს 1 ნოემბრიდან დაიწყებს.
Tav Georgia-ს ინფორმაციით, ბაზარზე შემოდიან თურქმენული Turkmenistan Airlines, რომელიც ფრენას 2 ნოემბერიდან დაიწყებს და უკრაინული DART Airlines Ukraine. უკრაინული კომპანია რეისებს 27 ნოემბრიდან შეასრულებს. კომპანიები რეგულარულ რეისებს როსტოვის, აშხაბადის და კიევის მიმართულებით შეასრულებენ.
რუსული კომპანიის ქართული ბაზრით დაინტერესების შესახებ ინფორმაცია ივლისში რუსულ მედიაში გავრცელდა. Pobeda მეოთხე რუსული ავიაკომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე შემოდის.