„ტვ პირველის“ მიხედვით, დაუზუსტებელი ინფორმაციით, კახი კალაძე უმრავლესობის ლიდერის პოზიციაზე განიხილება, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა მისი პოლიტიკური ცხოვრება 4 წლით პარლამენტში გაგრძელდეს. ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს ეკონომიკის მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი შეცვლის.
შესაძლოა დიმიტრი ქუმსიშვილი გიორგი გახარიამ შეცვალოს.
ასევე, მიდის საუბარი, რომ საგარეო საქმეთა სამინსიტროს შეიძლება ვიქტორ დოლიძემ უხელმძღვანელოს. ხოლო სასჯელაღსრულების და დევნილთა სამინისტრო შესაძლოა საერთოდ გაუქმდეს.