2 თვის წინ დაკარგულ სამხედროებს თავდაცვის სამინისტრო თავისი ძალებით ეძებს.
“მეტრონომს” თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ზღვაში დაკარგული ჯარისკაცების ძებნა უწყებას არ შეუწყვეტია.
შეგახსენებთ, 16 აგვისტოს შავ ზღვაზე გეგმური საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლების დროს, ზღვაში ორი ჯარისკაცი – იაგო შარაძე და გიორგი ნანეტაშვილი დაიკარგნენ.