მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული შოუს, “ნიჭიერის” ჟიურიში საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა იქნება, ის პირველ კომენტარს აკეთებს. ჩიჩუას თქმით, შოუს ფორმატი მისთვის უცხო იყო, თუმცა მუშაობის პროცესი სახალისო აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ „ნიჭიერის“ ჟიურის წევრებს შორის ასევე იქნებიან ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი ზაალ უდუმაშვილი, ტელევიზიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და მსახიობი რუსკა მაყაშვილი.