სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა, 60 კი დაშავდა, გუშინ ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მომხდარი აფეთქებისას.
BBC-ის ინფორმაციით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ „ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.
თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც შიიტი პილიგრიმები სასადილოდ იყვნენ შეკრებილები. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა შიიტი მომლოცველების წინააღმდეგ იყო მიმართული.