ახალი ამბები მთავარი სამართალი

ორთაჭალაში მომხდარი მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, პროკურატურა განცხადებას აკეთებს

გუშინ გვიან ღამით დაჭრილი მოქალაქის ახლობლები გამოძიების კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, ტრანსგენდერს თავს ორი პირი სწორედ მისი იდენტობის გამო დაესხა. ახლობლები აცხადებენ, რომ თავდამსხმელებმა მოქალაქეს დანით ყელი გამოჭრეს.

მათი თქმით, თავდასხმა ორთაჭალაში, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა და ეს სათვალთვალო კამერით არის გადაღებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მოქალაქის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე პირველადი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ამოღებულია დანაშაულის იარაღი.

”ფაქტზე გამოძიება შსს-მ დაიწყო რომელსაც საპროცესო ზედამხედველობას უწევს პროკურატურა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური პირველადი და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, ამოღებულია დანაშაულის იარაღი დანა, რომელიც გადაიგზავნა ექსპერტიზაზე. ასევე მიმდინარეობს ტერიტორიაზე დამონტაჟებული ვიდეო კამერების ჩანაწერების დათვალიერება. გამოძიების შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას”.-აცხადებენ უწყებაში.

იტვირთბა....