ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ჯიხაშკარში არჩევნებისთვის ხელის შეშლის ბრალდებით დაკავებულისთვის გირაოს შეფარდებას პროკურატურა გაასაჩივრებს

ჯიხაშკარის 108-ე უბანზე არჩევნებისთვის ხელის შეშლის ბრალდებით დაკავებულ კაკო ტიბუასთვის  10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას პროკურატურა გაასაჩივრებს.

უწყების განცხადებით, ტიბუა სასამართლოს განჩინებით იქნა დაკავებული, ბრალდების მხარემ სასამართლოს კაკო ტიბუასთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა, თუმცა ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და კაკო ტიბუას 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

პროკურატურა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

 

 

იტვირთბა....