ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატები ირინა იმერლიშვილი და ზაზა თავაძე არიან

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებმა „სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის“ მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ორი კანდიდატურა წარადგინეს: ირინა იმერლიშვილი და ზაზა თავაძე, – ამის შესახებ  საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარმა მრჩეველმა გიორგი ლომთაძემ განაცხადა.

ცნობილია, რომ ირინა იმერლიშვილის კანდიდატურა გიორგი კვერენჩხილაძემ დაასახელა, რომელსაც ასევე მხარს უჭერს მაია კოპალეიშვილი.

რაც შეეხება თავმჯდომარის კანდიდატურების განხილვას და არჩევას, ლომთაძის ინფორმაციით, აღნიშნულის თაობაზე პლენუმის სხდომა 20 ოქტომბერს, 16:00 საათზე გაიმართება.

იტვირთბა....