“დინამო” გერმანული ფრაიბურგის და დონეცკის “შახტარის” ყოფილ ფეხბურთელს, დავით თარგამაძეს დაიმატებს. მიმდინარე თვეში ზუსტად 2 დღით გაიხსნება ფანჯარა, რა დროშიც, “დინამო” უკვე ოფიციალურად გაიფორმებს თარგამაძეს.დავითი უკრაინაში ერთ-ერთ უსწრაფეს ფეხბურთელად იყო აღიარებული, თუმცა ფეხის მოტეხვის შემდეგ ფორმაში ვერ შევიდა. ბოლოს ფეხბურთელი არენდის წესით “ოლექსანდრიაში” თამაშობდა.
აღსანიშნავია, რომ თბილისური ფლაგმანი საქართველოს ნაკრების უკვე მე-2 გამოჩენილ მოთამაშეს იმატებს. თარგამაძემდე “დინამოში” შესანიშნავი გოლკიპერი, ნუკრი რევიშვილი მივიდა. მანამდე გუნდის პირველი მეკარის სტატუსი, ასევე, წარსულში ნაკრების ცნობილ წევრს, გიორგი ლომაიას ეკავა.