ოდესის ოლქში ძლიერი ქარისა და წვიმის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სტიქიას სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვი.
ოლქის 17 რაიონის 150-ზე მეტი დასახლებული პუნქტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ადგილობრივმა ხელისუფლებამ სკოლებისა და საჯარო დაწესებულებების დახურვის რეკომენდაცია გასცა. საოლქო ადმინისტრაციასთან საგანგებო სიტუაციების შტაბია შექმნილი.