ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

არჩევნების შემდეგ: ლარის კურსი დაეცა

 

დღეს, 13 ოქტომბრის კურსით, სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვის ფასია 2,380 ლარი, ხოლო ერთი ევროს ფასი 2,625. ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით, ერთი დოლარის ღირებულება 2,3527 ლარია, რაც წინა დღის მონაცემთან შედარებით 0,0162-ით მეტია.

ამასთან, 12 ოქტომბერს, გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.

ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით კომენტარი ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმაც გააკეთა.

“საშუალოვადიან პერსპექტივაში ჩვენ ნამდვილად ველოდებით გაცვლითი კურსის დასტაბილურებასა და გამყარებას. ეს არის მოკლევადიანი რყევები, მომავალი წელი გაცილებით უკეთესი იქნება და წელსაც უფრო მეტ ეკონომიკურ ზრდას ველოდებით, ვიდრე ეს თავიდან იყო დაგეგმილი. ამავე დროს, ეროვნული ბანკიც და ყველა ვთანხმდებით, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბიუჯეტის ხარჯებს არ გამოუწვევია და არც შეეძლო, გამოეწვია გაცვლით კურსზე ზემოქმედება. ამიტომ, მე მოვუწოდებ ოპონენტებს, რომ ოდნავი ობიექტურობა შეინარჩუნონ”. – განაცხადა ხადურმა.

იტვირთბა....