“ნაციონალური მოძრაობის” მარნეულის მაჟორიტარი კანდიდატის აკმამედ იმამკულიევის ინფორმაციით, ხელისუფლებამ მარნეულში პარტიის მომხრეების დაკავებები დაიწყო. მისი თქმით, სამართალდამცველები რამდენიმე საათის წინ 7 ადგილობრივი მოსახლის ოჯახში შევიდნენ და ისინი ძალის გამოყენებით განყოფილებაში გადაიყვანეს.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრები დაკავებას არჩევნების დღეს სოფელ ყიზილ-აჯლოში მომხდარ ინციდენტს უკავშირებენ და მეორე ტურის წინ ხელისუფლების მხრიდან ამომრჩევლის დაშინებაზე საუბრობენ.
“მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე უწყება განცხადებას ცოტა ხანში გაავრცელებს.
შეგახსენებთ, 36-ე საარჩევნო ოლქის 48-ე უბანზე, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში საარჩევნო უბანი დაარბიეს და ყუთის გატაცება სცადეს. ადგილზე მობილიზებული იყო სპეცრაზმიც.