ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დენის გრაფიკი: თბილისის 4 რაიონი, რომელსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

 

თბილისის რამდენიმე უბანს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება ჩუღურეთის, გლდანის, ნაძალადევის და საბურთალოს რაიონებს. კომპანია მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.

ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან, 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, კარგარეთელის, წინამძღვიშვილის, კონსტიტუციის და ჩუბინაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან, 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის, აღმაშენებლის ხეივნის, აგრარული უნივერსიტეტის, მისის დასახლების და პეტრიწის ქუჩის მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში 10:00 საათიდან, 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის „ა” და გლდანის II მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან, 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, სანზონის დასახლების და გუდამაყრის ქუჩის მცხოვრებლებს.

“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – აცხადებს თელასი.

იტვირთბა....