პრეზიდენტმა გოირგი მარგველაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე, დავით ბაქრაძე დანიშნა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს, როგორც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორს შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის პერსპექტივა განიხილეს.
დავით ბაქრაძე ახალ თანამდებობაზე მუშაობას 2016 წლის 5 დეკემბრიდან შეუდგება. მანამდე მას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა ეკავა.
იტვირთბა....