ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პაატა ბურჭულაძე: “მე ვრჩები პარტიაში”

მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ პარტიაში რჩება.

მისი თქმით, პარტიაში დაგეგმილია რეორგანიზაციაც. ბურჭულაძემ აღნიშა, რომ პარტია ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

„ჩემი გეგმა არის ის, რომ პარტიამ გააგრძელოს მაგარი მუშაობა, მე ვრჩები, ყველაფერი კარგია. მოხდა უდიდესი რამ, რომ ჩამოყალიბდა ყველაზე ძლიერი ახალგაზრდა პარტია, რომელიც მომავალ არჩევნებშიც მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის ახლა ადგილობრივშიც. ასე რომ, მე ვრჩები პარტიაში, რეორგანიზაცია მოხდება რა თქმა, და ჩვენ ყრილობა გვექნება სულ ცოტა ხანში.” – განაცხადა ბურჭულაძემ.

იტვირთბა....