“ნაციონალური მოძრაობის” წევრ, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებისას დაშავებული მოქალაქის მდგომარეობა კვლავაც მძიმეა. ამის შესახებ “მეტრონომს” ინგოროყვას კლინიკაში განუცხადეს.
საავადმყოფოს პრესამსახურის ინფორმაციით, დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა შეერთებული.
შეგახსენებთ, 4 ოქტომბერს დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანა ააფეთქეს. დეპუტატი გადარჩა, თუმცა დაშავდნენ გამვლელები.