ვიქტორ დოლიძე, ზურაბ აბაშიძე, გია ცაგარეიშვილი და დავით ონოფრიშვილი პოლიტიკიდან მიდიან . განცხადება ამის შესახებ პარტიაში საგანგებო ბრიფინგზე რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.
შეგახსენებთ, რომ არჩევნებიდან მეორე დღეს, 9 ოქტომბერს, საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე “თავისუფალი დემოკრატები” ჯერ ალექსი პეტრიაშვილმა, შემდეგ კი ირაკლი ალასანიამ დატოვა. ალასანიას თქმით, ის პოლიტიკიდან დროებით მიდის.