ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს ჯიხაშკარის ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

შსს ჯიხაშკარის საარჩევნო 79-ე უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული მეორე პირის შესახებ განცხადებას ავრცელებს:

„შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 8 ოქტომბერს ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში 108-ე საარჩევო უბნის დარბევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 163-ე მუხლით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 1957 წელს დაბადებული კ.ტ. დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს მიერ ასევე, დაკავებულია სოფელ ჯიხაშკარის 79-ე საარჩევნო უბანში მომხდარ ინციდენტში ბრალდებული პირიც. სამართლდამცველებმა 1962 წელს დაბადებული გ.მ. შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

ჯიხაშკარის ორივე საარჩევნო უბანში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება გრძელდება. მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.“

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში, 79-ე საარჩევნო უბანზე მომხდარი დარბევის ფაქტზე, კიდევ ერთი პირი დააკავეს.

კაკო ტიბუას დაკავება წუხელ მოხდა. ამ დროისთვის ის ზუგდიდის სამმართველოშია გადაყვანილი.

როგორც დაკავებულის ადვოკატი როლანდ შონია აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება კანონდარღვევით მოხდა, რის გამოც ტიბუამ შიმშილობა დაიწყო.

იტვირთბა....