ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ობამა რესპუბლიკელებს მოუწოდებს, დონალდ ტრამპს გაემიჯნონ

 

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა რესპუბლიკური პარტიის წევრებს მოუწოდებს დონალდ ტრამპს გაემიჯნონ. ამის შესახებ ბარაკ ობამამ ჩრდილოეთ კაროლინაში ჰილარი კლინტონის მხარდამჭერ წინასაარჩევნო მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ობამას თქმით, დონალდ ტრამპი არ შეესაბამება კანდიდატურას, რომელმაც აშშ საერთაშორიო ასპარეზზე უნდა წარადგინოს.

“არც ტემპერამენტით, არც მომზადებისა და ცოდნის დონით, არც ამ ცოდნის მიღების სურვილით, არც გულწრფელობით, ის არ არის  პრეზიდენტობის შესაფერისი”, –  განაცხადა ბარაკ ობამამ.

ობამამ ასევე აღნიშნა ტრამპის მიერ ქალების მიმართ გამოთქმული დამოკიდებულების უარყოფა.

2005 წელს სატალევიზიო შოუში სტუმრობისას ჩაწერილ ვიდეოში დონალდ ტრამპი ქალების მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებს. მისი თქმით, როდესაც შენ ვარსკვლავი ხარ, შეგიძლია ქალებს ისე მოექცე, როგორც ეს შენ გსურს. აღნიშნული რეპლიკის გამო ტრამპმა ბოდიში მოიხდა.

იტვირთბა....