კიდევ ერთი პირი დააკავეს ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში 79-ე საარჩევნო უბანზე მომხდარი დარბევის ფაქტზე. კერძოდ, კაკო ტიბუა ზუგდიდის სამმართველოში გვიან ღამით გადაიყვანეს.
როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, ტიბუას დაკავება კანონდარღვევით მოხდა და ის სამმართველოში შიმშილობს.
შეგახსენებთ, რომ ჯიხაშკარის ინციდენტზე კიდევ ერთი პირი გიორგი მხეიძეა დაკავებული, რომელსაც სასამართლომ ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.