ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ჯიხაშკარის საარჩევნო უბნების დარბევის ფაქტზე ეჭვმიტანილს პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონის სასამართლომ სოფელ ჯიხაშკარის საარჩევნო უბნების დარბევის ფაქტზე დაკავებულ გია მხეიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. მისი განმარტებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რათა პროცესში მონაწილე მოწმეებზე ზეწოლა არ მოხდეს.

მხეიძის წინააღმდეგ საქმე „სისხლის სამართლის კოდექსის“ 162-ე და 163-ე მუხლებითაა აღძრული, რაც არჩევნებზე ძალადობას და საარჩევნო კომისიისთვის ხელისშეშლას გულისხმობს.

შეგახსენებთ, 8 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ჯიხაშკარის 79-ე და 108-ე უბნებზე მომხდარი ფაქტების გამო 8 ოქტომბრის არჩევნებზე ორივე უბანი გაუქმდა.

იტვირთბა....