ჩოხატაურში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს ავტომობილი დაეჯახა. “გურიის მოამბის” ინფორმაციით, შემთხვევა დუმბაძის ქუჩაზე, 08:00 საათზე მოხდა.
“ჯიპის” მარკის ავტომობილი, რომელიც დუმბაძის ქუჩაზე მოძრაობდა, საპირისპირო მხარეს გადავიდა და 40 წლის მამაკაცს დაეჯახა.
“გურიის მოამბესთან” საუბრისას, ჩოხატაურის დასუფთავების სამსახურის უფროსმა, მერაბ დოლიძემ განაცხადა, რომ დაშავებული ჩოხატაურის სამედიცონო ცენტრში გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
“მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.