ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ბათუმში ელექტროენერგიის გამორთვის შემდეგ მაღაზიები დააყაჩაღეს

ბათუმში, გუშინ, გვიან ღამით, გრიბოედოვის ქუჩაზე ელქტროენერგიის გამორთვის შემდეგ რამდენიმე მაღაზია დააყაჩაღეს.

როგორც „მეტრონომს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაყაჩაღებულ მაღაზიებს შორისაა „ნიკორა“, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ რაოდენობას და კონკრეტულ მაღაზიებს. მათი ინფორმაციით, დადგენილია დამნაშავის ვინაობა და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

იტვირთბა....