ვარკეთილში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 35 წლის მამაკაცი მოკლეს, ხოლო მისი ძმა მძიმედ დაჭრეს. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.