“საქართველოს საარჩევნო კოდექსის” მიხედვით, „პატრიოტთა ალიანსი“ სახელმწიფოსგან მილიონ ლარს მიიღებს, რადგან მან საარჩევნო ბარიერი გადალახა.
ინფორმაციისთვის, “პატრიოტთა ალიანსის” მიერ წინასაარჩევნო პერიოდში გაწეული ხარჯების ოდენობა 2 134 515 ლარს შეადგენს.
სახელმწიფოსგან მილიონ ლარს მიიღებენ არჩევნებში ბარიერგადალახული სხვა სუბიქტებიც. კერძოდ, „ქართული ოცნება“, რომელმაც წინასაარჩევნოდ 13 498 020 ლარი დახარჯა და „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა 1 921 091 ლარია.
შეგახსენებთ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში 5 %-იანი ბარიერი სწორედ აღნიშნულმა სამმა პარტიამ გადალახა.
იტვირთბა....