აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბოკერიას უნდა, სააკაშვილს – არა: მიუხედავად გუნდში აზრთა სხვადასხვაობისა, “ნაცმოძრაობის” პოზიცია ცნობილია

“ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, პარტია პოლიტიკურ ბრძოლას აგრძელებს. – ასეთი განცხადება გააკეთეს დავით ბაქრაძემ  და გიგა ბოკერიამ სპეციალურ ბრიფინგზე. თუმცა პარტიის გეგმების შესახებ არ უსაუბრია და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც პოლიტსაბჭო საბოლოოდ ჩამოყალიბდება აღნიშნულ საკითხზე.

“დღევანდელი განცხადებები ცხადყოფს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” აღარ არის ერთადერთი ოპოზიციური ძალა, პარტია არის ერთადერთი პროდასავლური ძალა ქვეყანაში. ამიტომ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მირება შეიძლება იყოს დამღუპველი. დღევანელი განცხადებები ემსახურებოდა ორთქლის გამოშვებას, თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ ორთქლი გამოვუშვათ. არ ვაპირებთ გულის მოფხანას და ვაგრძელებთ ბრძოლას. გეგმას უახლოეს დღეებში წარმოგიდგენთ. ვაგრზელებთ ბრძოლას კანონიერი მეთოდებით. რაც გულისხმობს საპროტესტო აქციებს, პოლიტიკურ ინსტანციებში ბრძოლას და უცხოელი პარტნიორების საქმის კურსში ჩაყენებას”, – აღნიშნა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ექს-პრეზიდენტმა რამდენიმე საათის წინ გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ის ამბობდა, რომ მეორე ტურში მონაწილეობას აზრი არ აქვს. მიუხედავად, ამისა “ნაცმოძრაობაში”, აშკარად, აზრთა სხვადასხვაობა და როგორც ჩანს იქ თვლიან, რომ ბრძოლის გაგრძელებას აზრი აქვს.

იტვირთბა....