აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ვინ არის სამიზნე გივი თარგამაძის შემდეგ: ვიქტორ იუშჩენკოს ყოფილი მრჩევლის სენსაციური სია

 

“ის საკუთარი პარტიის ლიდერის სამიზნე ისე გახდა, რომ ამის შესახებ არც გააფრთხილეს”, – ამის შესახებ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იუშჩენკოს ყოფილი მრჩეველი ირაკლი გოგავა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.

“როდესაც შს სამინისტროს მიერ ამოღებულ ვიდეოფირს ვუყურებ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ თარგამაძემ ბომბის შესახებ არაფერი იცოდა. არ გამოვრიცხავ, ის საკუთარი პარტიის ლიდერის სამიზნე ისე გახდა, რომ ამის შესახებ არც გააფრთხილეს. მეტიც, ჩემი ინფორმაციით, “ნაცმოძრაობა“ დანებებას არც არჩევნების შემდეგ აპირებს. მათი შემდეგი სამიზნე კი, სანდრა რულოვსი, დავით ბაქრაძე და გიგი წერეთელი არიან. თანაც, გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტია და მისი ლიკვიდაციის მცდელობა საერთაშორისო რეზონანსს გამოიწვევს. “ნაციონალურ მოძრაობაში“ ორი ფრთა ებრძვის ერთმანეთს – გიგა ბოკერია თავისი დაჯგუფებით და სააკაშვილ-ახალაია მხარდამჭერებით. ეს უკანასკნელი პარტიაში რადიკალურ ნაბიჯებს ითხოვს და ნებისმიერ რევოლუციურ სცენარს განიხილავს“, – აცხადებს ირაკლი გოგავა.

წყარო: კვირის პალიტრა

იტვირთბა....