ირაკლი ალასანიას განცხადებით, პარტია “თავისუფალი დემოკრატები” არჩევნებში დამარცხების შემდეგ რეორგანიზაციასა და განახლებას იწყებს. პარტია მოემზადება და გააგრძელებს ბრძოლას შემდეგ თვითმმართველობის არჩევნებში. ალასანიამ თავად დროებით დატოვა პოლიტიკა.
ეს განცხადება ირაკლი ალასანიამ დღეს “ტვ პირველის” ეთერში გააკეთა.
,,შედეგი ,რომელიც დავინახეთ ჩვენთვის არის მოცემულობა, ჩვენ გვაქვს დიდი გეგმები, რომლის რეალიზაცია ჩვენს ქვეყანას თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანდა, მაგრამ ამ მოცემულობაში, რომელიც დაიდო ამის განხორციელების საშუალება არ გვეძლევა. გასააზრებელია, რატომ მივიღეთ ასეთი შედეგი, ამას აქვს თავის მიზეზები, რომელსაც კრიტიკულად უნდა მივუდგეთ და დავიწყოთ პარტიის რეორგანიზაცია“-აღნიშნა ალასანიამ.
შეგახსენებთ, პარტია “თავისუფალი დემოკრატები” 2009 წელს დაფუძნდა.