გორში, მამაკაცი ურთიერთშელაპარაკების დროს დანით დაჭრეს „კვირას“ ინფორმაციით, ინციდენტის მიზეზი სიგარეტის მოთხოვნა გახდა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
როგორც “კვირას” ადგილობრივებმა განუცხადეს, დაახლოებით 40-45 წლის ნასვამ მამაკაცებს შორის წამოწყებული სიტყვიერი შელაპარაკება, რაც სიგარეტის მოთხოვნას მოჰყვა, ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც ერთ-ერთ მათგანს დანით ჭრილობები მიაყენეს. დაჭრილი საავადმყოფო „გორმედში“ გადაიყვანეს.
მისი მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევა კომბინატის დასახლებაში მოხდა.
მომხდარ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად შემთხვევიდან ნახევარ საათში იქნა დაკავებული. საქმე სსკ-ის 117 მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს .
წყარო: kvira.ge