„ტვ პირველის“ ინფორმაციით, „თავისუფალ დემოკრატებს“ პარტიის ლიდერი ირაკლი ალასანია და წევრი, ვიქტორ დოლიძე ტოვებს. ასევე, ტელეკომპანიის ინფორმაციით, პარტია შესაძლოა ნათია ფანჯიკიძემ დატოვოს.
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი, ირაკლი ალასანია ბრიფინგს 15:00 საათზე გამართავს.
შეგახსენებთ, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა წევრმა, ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილმა პარტია უკვე დატოვა. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.