აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მის კონკურენტს, ჰილარი კლინტონს ციხეში ჩასმით დაემუქრა:
“თუ გავიმარჯვებ, გენერალურ პროკურორს დავავალებ, რომ თქვენზე გამოძიება დაიწყოს”, – მიმართა დონალდ ტრამპმა ჰილარი კლინტონს. ტრამპა განცხადება მან სენტ-ლუისში, ჰილარი კლინტონთან ტელედებატებისას გააკეთა.
დონალდ ტრამპი ჰილარი კლინტონს ელექტრონული ფოსტის სკანდალს ედავება.
კლინტონს სახელმწიფო მდივნის პოსტზე მუშაობის დროს პირადი ელექტრონული ფოსტის გამოყენებაში ადანაშაულებენ, თუმცა თავად კატეგორიულად უარყოფს, რომ საიდუმლო ინფორმაციას პირადი ელექტრონული ფოსტით აგზავნიდა, რომლის ნაწილიც გასაჯაროვდა. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტში ჩატარებული შიდა გამოძიებით დადგინდა, რომ ყოფილი სახელმწიფო მდივანი და მისი თანაშემწეები ინტერნეტუსაფრთხოებას არასაკმარის ყურადღებას უთმობდნენ.