ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვოლსკი იწყებს: „პარლამენტს უნდა მიეცეს პრეზიდენტის არჩევის უფლებაც“

„პარლამენტს უნდა მიეცეს მეტი უფლებები, მათ შორის პრეზიდენტის არჩევის უფლებაც” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

“გადაწყვეტილება იქნება მიღებული იმ ფუნქციებიდან გამომდინარე, რა ფუნქციებიც კონსტიტუციით უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს მინიჭებული, როგორც ეს სხვადასხვა ევროპულ დემოკრატიებში არსებობს. იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ და მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში საპარლამენტო მმართველობა უნდა გაძლიერდეს, შესაბამისად პარლამენტს უნდა მიეცეს მეტი უფლებები, მათ შორის პრეზიდენტის არჩევის უფლებაც”,-განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდა. პარლამენტი 150 დეპუტატისგან შედგება, მათგან 77 პროპორციული [პარტიული] სისტემით აირჩევა, ხოლო 73 – მაჟორიტარულით. ცესკოს პირველადი მონაცემებით, მმართველმა პარტიამ ხმების 48. 6% მიიღო, რაც ნიშნავს, რომ პროპორციული წესით “ქართულ ოცნებას” 45-48 დეპუტატი ეყოლება, მაჟორიტარული წესით არჩევნებში კი მეორე ტური უნდა გაიმართოს. ამჟამინდელი ვითარებით მმართველ პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შანსი აქვს. საკონსტიტუციო უმრავლეობის მოსაპოვებლად 113 მანდატია საჭირო. პრეზიდენტის არჩევის წესის შესაცვლელად ცვლილება კონსტიტუციაში უნდა განხორციელდეს.

იტვირთბა....