ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

სოფელ უბისაში “ნაცმოძრაობის” საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი სცემეს

 

ხარაგაულის რაიონის სოფელ უბისაში “ნაციონალური მოძრაობის” საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი სცემეს.

დავით მახათაძის თქმით, მას ფიზიკურად სოფლის რწმუნებული გაუსწორდა.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის თქმით, რწმუნებული მის სახლში თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა  და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მისი ოჯახის წევრებსაც. დაზარალებულის ინფორმაციით, თავდასხმა პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა.

დავით მახათაძე და მისი ოჯახის წევრები სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე ცემის მუხლით მიმდინარეობს.

იტვირთბა....