ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საარჩევნო უბნებზე ხმის დათვლის პროცესი დასრულებულია

 

ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ რამდენიმე წუთის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საარჩევნო უბნებზე ხმის დათვლის პროცესი დასრულებულია.
თამარ ჟვანიამ გაწეული სამუშაოსთვის სადამკვირვებლო მისიებსა და საერთაშორისო დამოუკიდებელ ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა.
“3446 მაჟორიტარული ოქმი არის უკვე ასახული შედეგებში. სწორედ ამ შედეგებიდან გამომდინარე იკვეთება, რომ დაახლოებით 50-53 მაჟორიტარულ ოლქში დიდი ალბათობით გაიმართება მეორე ტური”, – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.

იტვირთბა....