ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დიახ, ჩვენ ცოტანი ვართ!”: უსუფაშვილი ამომრჩეველს ემშვიდობება

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მხარდამჭერებს “ფეისბუქის” საშუალებით მიმართავს:

“წარმატებებს ვუსურვებ საბურთალოს #6 საარჩევნო ოლქის ყველა ამომრჩეველს და მათ საბოლოო რჩეულს, რომელიც არჩევნების მეორე ტურში გამოვლინდება!

მადლობა ყველას, ვინც მხარი დამიჭირეთ. მე აღარ ვიქნები პარლამენტში თქვენი წარმომადგენელი, მაგრამ კვლავაც ვიქნები თქვენდამი ანგარიშვალდებული. არ ჩათვალოთ, რომ თქვენი ხმა დაიკარგა, პირიქით, თქვენი ხმა შექნმნილ ვითარებაში განსაკუთრებით ხმამაღლა გაისმა!

დიახ, ჩვენ ცოტანი ვართ!.” -წერს დავით უსუფაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

იტვირთბა....