ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მეორე ტურის ჩატარების ბოლო ვადა 2 ნოემბერია

 

არჩევნების მეორე ტური ცესკომ პირველი ტურიდან 25 დღის ვადაში უნდა ჩაატაროს. აქედან გამომდინარე, 8 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის ბოლო ვადა 2 ნოემბერია.  თუ ამა თუ იმ ოლქის შესახებ საჩივრები არ დაფიქსირდა, მას მეორე ტურის დანიშვნა მანამდეც შეუძლია.

„საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით, მეორე ტური იმ შემთხვევაში ინიშნება, თუ დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს ვერ მიიღებს. მეორე ტურში მაჟორიტარი დეპუტატობის ორი კანდიდატი მონაწილეობს, ისინი, ვინც პირველ ტურში ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მიიღეს. არჩევნების მეორე ტურში კი, არჩეულად დეპუტატობის ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატებმა ხმათა ერთნაირი რაოდენობა მიიღეს, არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელმაც პირველ ტურში ხმათა მეტი რაოდენობა მიიღო. თუ ხმათა ეს რაოდენობებიც ტოლი აღმოჩნდა, ხელახალი არჩევნები ინიშნება.

იტვირთბა....