ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

NDI-მ საპარლამენტო არჩევნები შეაფასა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო სადამკვირვებლო  მისიის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა და აქტივისტებმა არჩევნების შედეგებს პატივი უნდა სცენ.

„მნიშვნელოვანია ყველა ჩართულმა მხარემ გაანალიზოს, რომ ძალადობა არ იქნება მიღებული. ცესკომ რეაგირება უნდა მოხდინოს ყველა ლეგიტიმურ საჩივარზე, ითანამშრომლოს ყველა მომჩივანთან და უზრუნველყოს მისი სამუშაოების გამჭირვალობა, რათა გაიზარდოს საარჩევნო პროცესების მიმართ ნდობა. ასევე ყველამ უნდა დაგმოს ძალადობის ყოველგვარი გამოვლინებები, ითანამშრომლოს შესაბამის ორგანოებთან და მოხდინოს ინციდენტების გამოძიება“, – NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა.

NDI-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების განცხადებით, ცესკომ დაუყოვნებლივ უნდა მოხდინოს რეაგირება დარღვევებზე განსაკუთრებით კი იმ მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც დარღვევებმა შედეგებზე ზეგავლენა მოახდინა.

იტვირთბა....