ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

შსს-მ ქუთაისში, 90-ე საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე განთავსებული 90-ე საარჩევნო უბნიდან, დაახლოებით, 100 მეტრის დაშორებით, ერთმანეთს ორი პარტიის მხარდამჭერები და აქტივისტები დაუპირისპირდნენ, რა დროსაც დაზიანდა რამდენიმე ტელეკომპანიის კუთვნილი აპარატურა.

”შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ სამართალდამცველები. მათ სიტუაციის განმუხტვა შეძლეს. ამ ეტაპზე ვითარება კონტროლს ექვემდებარება. საარჩევნო ხმების დათვლის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,”-ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

იტვირთბა....